სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ცენტრალური მცველი, დავიდ ალაბა, უკვე 10 თვეა ტრავმისგან რეაბილიტაციის პროცესს გადის.
2023 წლის მიწურულს, ვილიარეალთან 4:1 მოგებულ მატჩში, ალაბამ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ოპერაცია დასჭირდა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.
რეალი ელოდა, რომ ავსტრიელი მინდორს ოქტომბრის ბოლოს, მაქსიმუმ ნოემბერში დაუბრუნდებოდა, რის გამოც ნაჩოს წასვლის მიუხედავად, ზაფხულში ცენტრალური მცველი არ დაიმატა.
თუმცა, როგორც ესპანური პრესა იუწყება, ალაბას სარეაბილიტაციო პროცესი გაიწელა და იმაზე რთულად მიმდინარეობს, ვიდრე კლუბი ელოდა.
ამის გამო, უდიდესი ალბათობით, ალაბა მოედანს მხოლოდ 2025 წლის დასაწყისისთვის დაუბრუნდება, რაც კიდევ დაახლოებით 2-3 თვიან უქმობას გულისხმობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები