მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში სენტ-ეტიენი პარიზში პსჟ-ს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-13 წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, აქედან 10 წუთში კი ფრანგმა პენალტი ზუსტად შეასრულა და დუბლი მიითვალა.
39-ე წუთზე პარიზელებს უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ბრედლი ბარკოლას გოლი არ ჩაითვალა.
64-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის წაქცევისთვის ჯარიმა დაინიშნა, რომელიც თავად ქართველმა შეასრულა და გოლიც გაიტანა.
დავითაშვილმა ცოცხალ კედელს ბურთი შემოატარა და ჯანლუიჯი დონარუმას კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ პარიზში იტალიელი მეკარის კარი გიორგი მიქაუტაძემაც აიღო რამდენიმე ტურის წინ.
სენტ-ეტიენმა მატჩის დარჩენილ ნაწილში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და 2-1 დამარცხდა.
პსჟ-ს ამ გამარჯვების შემდეგ 43 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილს 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, სენტ-ეტიენი კი 16 ქულით გასავარდნი ზონის პლეიაუტის ზონაშია (მე-16 ადგილი).
ზურიკო დავითაშივლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები