სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ ვიტორ როკეზე ისაუბრა.
"მას შემდეგ რაც ბარსასთან შეხება მაქვს, არ მახსოვს ასეთი შეტევა უცხოეთიდან მოსულ ახალგაზრდა მოთამაშეზე, როგორიც ვიტორ როკეს შემთხვევაში იყო. ძალიან ვწუხდი, როცა მას ასეთ სიტუაციაში ვხედავდი, ეს მისი ბრალი არ იყო. მან ბევრი გადაიტანა, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რომ ის ბეტისში სიამოვნებას იღებს და გოლები გააქვს.
შემიძლია დავადასტურო, რომ ვიტორ როკე იანვარში ჩავის თხოვნით გადმოვიდა, რათა გავი შეეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო. ეს ვიტორის პასუხისმგებლობა არ იყო, ეს მისი ბრალი არ არის. ის აჩვენებს, რომ ტოპ მოთამაშეა.
როკე 30 მილიონი ევრო დაჯდა და არა 60 მილიონი, რადგან ბონუსები არ გააქტიურებულა. მას ტიტულები ჩვენთან ერთად არ მოუგია და გარკვეული რაოდენობის თამაშებიც არ ჩაუტარებია, ასე რომ მისი ფასი მხოლოდ 30 მილიონია." - განაცხადა პორტუგალიელმა Mundo Deportivo-სთან საუბარში.
როკე ბარსელონას 2024 წლის იანვარში ატლეტიკო პარანაენსედან შეურთდა, მიმდინარე სეზონს კი ბრაზილიელი იჯარის წესით ბეტისში ატარებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები