-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს, ლუკა მოდრიჩს მადრიდის რეალის ყველა დროის რეკორდის დამყარება შეუძლია.
იმ შემთხვევაში, თუ სელტა ვიგოსთან მატჩში ვეტერანი ხორვატი მოედანზე გავა, ის რეალის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი იქნება, რომელმაც ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
დღეს მოდრიჩი 39 წლის და 40 დღის არის და ის რეკორდის წინა მფლობელს, ფერენც პუშკაშს გადაუსწრებს, რომელმაც რეალის მაისურით თავისი ბოლო მატჩი 39 წლის და 36 დღის ასაკში ჩაატარა (1966-ში).
მოდრიჩის ნებისმიერი შემდგომი მატჩი რეალის მაისურით ახალი რეკორდი იქნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები