მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში პარი დე პრენსზე დიდებული სანახაობა შედგა.
პსჟ-მ მან სიტის უმასპინძლა და საინტერესო და დაძაბულ მატჩში 4:2 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სიტი 50-ზე და 53-ზე გრილიშის და ჰალანდის გოლებით ორი ბურთით წინ გაიჭრა და თითქოს, პსჟ-ს სიტუაცია უკიდურესად დაამძიმა.
თუმცა, 56-ზე და 60-ზე ჯერ დემბელემ, შემდეგ კი ბარკოლამ წონასწორობა აღადგინეს და პარიზელები თამაშში დაბრუნდნენ.
ანგარიშის გათანაბრებით ფრთებშესხმული პსჟ წინსვლას აგრძელებდა, რამაც შედეგი 78-ე წუთზე გამოიღო და გუნდი წინ გავიდა.
მატჩში წერტილი 90+6 წუთზე გონსალო რამოშმა დასვა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 4:2.
პსჟ-მ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა, 10 ქულა დააგროვა და ცხრილში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა. სამაგიეროდ, 24 გამსვლელი გუნდიდან ამოვარდა მან სიტი, რომელსაც 8 ქულა აქვს და 25-ე პოზიციას იკავებს.
ბოლო ტურში პსჟ სტუმრად შტუტგარტს ეწვევა, რომელსაც ქულები ასევე სჭირდება, სიტი კი შინ ბრიუგეს უმასპინძლებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები