Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დორტმუნდის ოფიციალური განცხადებით გუნდის შეტევა 28 წლის სერუ გირასის დამატებით გაძლიერდა, რომელიც ბორუსიას შტუტგარტიდან შეუერთდა.
გვინეელმა მოთამაშემ ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დორტმუნდმა თავდამსხმელი 17.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
გირასიმ ბუნდესლიგის გასულ სეზონის 28 მატჩში 28 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩა, რომელიც 36 გოლით ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.
"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი. ეს არის ჩემი მიზანი და სწორედ ეს მამოძრავებს. გასულ სეზონში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით აჩვენა, თუ რა შეუძლია." - განაცხადა გვინეელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ლაიფციგი ატლეტიკოს შეუთანხმდა
ფეხბურთი
კომანი ბაიერნიდან მიდის
ფეხბურთი