Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
26 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერი გუნდები დაუპირისპირდნენ.
ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დილას უმასპინძლა. შეხვედრა გორელთა გამანადგურებელი ანგარიშით 1-5 დასრულდა.
სტუმართა მხრიდან ანგარიში მე-5 წუთზე შოთა შეყილაძემ გახსნა, მე-17 წუთზე ბიორნ იონსენმა პენალტის საშუალებით წონასწორობა აღადგინა, თუმცა აქედან 2 წუთში აბუბაკარ კონტემ დილა ისევ წინ გაიყვანა. გორელებმა პირველი ტაიმი 1-2 მოიგეს.
მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა განიმტკიცეს. 70-ე წუთზე მერაბ გიგაურის ავტოგოლით ანგარიში 1-3 გახდა, 82-ე წუთზე ტაირელ ვოუტერმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, 92-ე წუთზე კი ზურაბ რუხაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახდა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა (1-5).
ამ გამარჯვების შემდეგ დილას 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე ტორპედოა, რომელსაც 41 ქულა აქვს, თუმცა ქუთაისურ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
დღის მეორე შეხვედრაში იბერია 1999-მა დინამო თბილისი 3-0 დაამარცხა. სამივე გოლი პირველივე ტაიმში გავიდა, შეიკნე სილამ დუბლი შეასრულა, გიორგი კოხრეიძემ კი თერთმეტმეტრიანის დახმარებით გამოიჩინა თავი.
ცხრილში დილასა და ტორპედოს მერე სწორედ იბერია მოდის, რომელსაც 39 ქულა აქვს ასევე ერთით ნაკლებ მატჩში. დინამო თბილისი კი 25 ქულით მე-7 პოზიციაზეა და პლეიაუთის ზონაში მყოფ თელავს 3 ქულით უსწრებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
დინამო თბილისი თასის 1/2 ფინალშია
ფეხბურთი