Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ევრო 2024-ზე სტარტს აიღებს 1/4 ფინალური ეტაპი და 2 სუპერ მატჩი გაიმართება.
ევრო 2024 - 5 ივლისი [პრევიუ და ჩვენი პროგნოზი]
დღის პირველ შეხვედრაში ტურნირის ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს - ესპანეთი მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგ (20:00).
ევრო 2024-ის მატჩები
ესპანეთი 3-0 ხორვატია
ესპანეთი 1-0 იტალია
ალბანეთი 0-1 ესპანეთი
ესპანეთი 4-1 საქართველო
გერმანია 5-1 შოტლანდია
გერმანია 2-0 უნგრეთი
შვეიცარია 1-1 გერმანია
გერმანია 2-0 დანია
ესპანეთის და გერმანიის ნაკრებებმა გოლის გატანა ყველა შეხვედრაში მოახერხეს, მართალია ესპანელებისთვის გოლის გატანა მხოლოდ საქართველოს ნარკებმა მოახერხა და გერმანელებმაც ტურნირზე სულ 2 გოლი გაუშვეს, მაგრამ ახლა ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და წესით გოლის გატანა უკვე ორივე გუნდმა უნდა მოახერხოს.
ბოლო 4 ურთიერთშეხვედრა
გერმანია 1-1 ესპანეთი (2018)
გერმანია 1-1 ესპანეთი (2020)
ესპანეთი 6-0 გერმანია (2020)
ესპანეთი 1-1 გერმანია (2022)
მათი ბოლო 4 დაპირისპირებიდანაც სამში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.
ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ზე ჯამში 29 კუთხური მოაწოდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში დაახლოებით 7 კუთხურია, გერმანელების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 4 მატჩში 31 არის, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8 კუთხურამდეა. ასე რომ, ორივე გუნდი კუთხურების ჩამოწოდების მოყვარულია.
დღის მეორე შეხვედრაში პორტუგალია საფრანგეთს დაუპირისპირდება. (23:00)
ევრო 2024-ის მატჩები
პორტუგალია 2-1 ჩეხეთი
თურქეთი 0-3 პორტუგალია
საქართველო 2-0 პორტუგალია
პორტუგალია 0-0 სლოვენია (პენალტების სერია 3-0)
ავსტრია 0-1 საფრანგეთი
ნიდერლანდები 0-0 საფრანგეთი
საფრანგეთი 1-1 პოლონეთი
საფრანგეთი 1-0 ბელგია
პორტუგალიის ნაკრები ბოლო 2 შეხვედრაა გოლის გატანას ვერ ახერხებს, ფრანგებს კი 4 მატჩში ჯამში 3 გოლი აქვთ გატანილი, მათ შეხვედრებში კი ამ ტურნირზე ყველაზე მეტი, 2 გოლი ერთადერთხელ გავიდა.
ბოლო 5 ურთიერთშეხვედრა
პორტუგალია 0-1 საფრანგეთი (2015)
პორტუგალია 1-0 საფრანგეთი - დამატებითი დრო (2016)
საფრანგეთი 0-0 პორტუგალია (2020)
პორტუგალია 0-1 საფრანგეთი (2020)
პორტუგალია 2-2 საფრანგეთი (2021)
როგორც ხედავთ, ერთმანეთთან დაპირისპირებაშიც 5-დან 4 შემთხვევაში გულშემატკივარმა მაქსიმუმ ერთი გოლი იხილა. სავარაუდოა, რომ დღესაც ბევრ გოლს ვერ ვიხილავთ.
პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე 4 შეხვედრაში (ძირითადი დრო) ჯამში 7 ყვითელი ბარათი მიიღო, ფრანგებმა კი - 6.
მატჩის მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ევრო 2024-ზე 3 შეხვედრაში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 4 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ესპანეთი 3-0 ხორვატია (1 ყვითელი ბარათი)
სლოვაკეთი 1-2 უკრაინა (1 ყვითელი ბარათი)
გერმანია 2-0 დანია (2 ყვითელი ბარათი)
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები