სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე 18 ივნისის სათამაშო დღის მეორე მატჩში ერთმანეთს პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 5 თამაშს ითვლის, საიდანაც 4 პორტუგალიამ მოიგო, 1 კი ჩეხეთმა.
ჩეხეთი 1:0 პორტუგალია (1996)
ჩეხეთი 1:3 პორტუგალია (2008)
ჩეხეთი 0:1 პორტუგალია (2012)
პორტუგალია 2:0 ჩეხეთი (2022)
ჩეხეთი 0:4 პორტუგალია (2022)
საინტერესოა, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს ამხანაგურად არასდროს არ დაპირისპირებია, ყველა შეხვედრას ოფიციალური სტატუსი ჰქონდა, პირველი ევრო 1996-ზე შედგა, მეორე და მესამე ევროპის ჩემპიონატებზე, ბოლო ორი კი ერთა ლიგაზე.
ყურადღების გამახვილება შეგვიძლია იმ ფაქტზე, რომ 4 გამართული შეხვედრიდან 3-ში ჩეხეთმა ვერ მოახერხა პორტუგალიის კარის აღება და საერთოდ, უკანასკნელი გოლი ევროპელი ბრაზილიელების კარში 16 წლის წინ აქვს გატანილი. თუმცა, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე (ბოლო 7 მატჩში 6 მოგება 1 ფრე) უნდა ვივარაუდოთ, რომ ივან ჰაშეკის გუნდი დღეს ამ წარუმატებელ სერიას შეწყვეტს. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩეხეთის ნაკრებს მოედანი უგოლოდ 7 თამაშია არ დაუტოვებია.
პორტუგალიისგან რომ დღეს გოლებს უნდა ველოდოთ, ეს ხომ ისედაც თავისთავად ცხადია, რადგან საუბარია ევროს ერთ-ერთ ფავორიტ გუნდზე. საინტერესო ტენდენციაა, რომ პორტუგალიას ფრე ორი წელია არ უთამაშია - უკანასკნელად ეს 2022 წლის ივნისში, ესპანეთთან ერთა ლიგაზე მოხდა. მას შემდეგ გუნდმა 26 შეხვედრა ჩაატარა, 20 მოიგო და 6-ჯერ დამარცხდა.
პორტუგალიისა და ჩეხეთის დაპირისპირებებში კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - გუნდებმა ამ საუკუნეში გამართულ ოთხივე შეხვედრაში 10-ზე მეტი კუთხური მოაწოდეს. არცერთი შეხვედრა არ გამართულა მათ შორის ისეთი, სადაც გუნდებმა 10-ზე ნაკლები კუთხური მოაწოდეს.
ბოლო 5 გამართულ შეხვედრაში პორტუგალიამ 36 კუთხური მოაწოდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში შვიდზე მეტს უდრის.
იმავე ბოლო 5 შეხვედრაში ჩეხეთმა 26 კუთხური ჩააწოდა, რაც ასევე ერთ მატჩში საშუალოდ 5-ზე მეტს უდრის.
საბოლოოდ ამ ციფრების შემხედვარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი მატჩისთვის იდეალური პროგნოზი იქნებოდა ორივე გუნდის გოლის გატანა და კუთხურების რაოდენობა 9.5-ზე მეტი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები