Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
18 ივნისს, დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ისტორიულ პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქე თურქეთი იქნება.
უკვე ცნობილია თუ ვინ განსჯის ქართველთა პირველ დაპირისპირებას ევროპის ჩემპიონატზე.
უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, შეხვედრის მთავარ არბიტრად არგენტინელი ფაკუნდო ტელიო დაინიშნა, მას ასისტენტობას თანამემამულე გაბრიელ ჩადე და ეზეკიელ ბრაილოვსკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი ლიეტუველი დონატას რუმსასი იქნება.
რაც შეეხება ვიდეო ასისტენტ რეფერის, VAR-ზე ესპანელი ალეხანდრო ერნანდესი იმუშავებს.
42 წლის ფაკუნდო ტელიო ევრო 2024-ზე ერთადერთი არაევროპელი მთავარი არბიტრია. ის უეფამ კონმებოლის (სამხრეთ ამერიკა) თანხმობით მოიწვია.
მან გასულ სეზონში 22 დაპირისპირებაში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 102 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 11 პენალტი დანიშნა.
ის როგორც კოპა ლიბერტადორესის, არგენტინის ჩემპიონატისა და თასის მატჩების, ასევე საუდის პრო ლიგისა და თასის შეხვედრების მთავარი არბიტრი იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები