სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. უკვე დასახელდნენ და გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებულები და სტატისტიკური მაჩვნებლების ლიდერები. ჩვენ კი გაგაცნობთ გამორჩეული ფაქტებს გერმანიაში გამართული ტურნირის შესახებ.
ევრო 2024-ზე 51 მატჩი ჩატარდა, სულ კი 117 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 2.29 გოლს გულისხმობს.
ტურნირზე ჯამური დასწრება 2.681.288 იყო, საშუალოდ კი ერთ მატჩს 52.574 ადამიანი ესწრებოდა.
ჩემპიონი - ესპანეთი
ფინალისტი - ინგლისი
საუკეთესო მოთამაშე - როდრი (ესპანეთი)
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე - ლამინ იამალი (ესპანეთი)
საუკეთესო გოლი - ლამინ იამალი VS საფრანგეთი
უეფას ტურნირის გუნდი - მაიკ მენიო; კაილ უოკერი, მანუელ აკანჟი, ვილიამ სალიბა, მარკ კუკურელია; დანი ოლმო, როდრი, ფაბიან რუისი; ლამინ იამალი, ჯამალ მუსიალა, ნიკო ვილიამსი.
გუნდური სტატისტიკის ლიდერები
გოლები - ესპანეთი (15)
ბურთის ფლობა - პორტუგალია (64.8%)
პასების სიზუსტე - გერმანია (91.2%)
ვარდნები - ესპანეთი (88)
მოგებული ვარდნები - ინგლისი (38)
დაბრუნებული ბურთები - ესპანეთი (290)
კარში ზუსტი დარტყმები - ესპანეთი (42)
კუთხურები - პორტუგალია (47)
ყვითელი ბარათები - თურქეთი (20)
წითელი ბარათები - ჩეხეთი (2)
ინდივიდუალური სტატისტიკის ლიდერები
ბომბარდირები - ჰარი კეინი, გიორგი მიქაუტაძე, ჯამალ მუსიალა, კოდი გაკპო, ივან შრანცი, დანი ოლმო (3)
საგოლე გადაცემები - ლამინ იამალი (4)
კარში ზუსტი დარტყმები - კაი ჰავერცი (11)
ვარდნები - ჯუდ ბელინგემი (24)
დაბრუნებული ბურთები - დეკლან რაისი (46)
მოგერიებები - გიორგი მამარდაშვილი (29)
მოგერიებული პენალტები - ჯანლუიჯი დონარუმა, უნაი სიმონი, იან ობლაკი (1)
მშრალად შენახული კარი - მაიკ მენიო (4)
სისწრაფე - კილიან მბაპე (36.5 კმ/სთ)
დაფარული დისტანცია - დეკლან რაისი (85.7 კმ)
ზუსტი პასები - ჯონ სტოუნსი (526)
ზუსტი ჩაწოდებები - ტონი კროოსი, ნიკო ვილიამსი (12)
ყვითელი ბარათები - როდრი, დანი კარვახალი, ვიდმერი (3)
წითელი ბარათები - დანი კარვახალი, ბარაკი, ჩორი, პორტეუსი, ბერთუღ ილდირიმი (1)
ნათამაშები წუთები - დეკლან რაისი, ჯონ სტოუნსი, კაილ უოკერი, ჯორდან პიკფორდი (690)
რეკორდები
ესპანეთი არის ერთადერთი ევროპის ჩემპიონი, რომელმაც 2-ჯერ შეძლო ჯგუფისა და პლეიოფის ყველა მატჩის მოგება - 2008 და 2024 წლებში.
ესპანეთი არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ერთ ტურნირზე შვიდივე მატჩის მოგება შეძლო პენალტების სერიის გარეშე.
ესპანეთმა ერთ ტურნირზე ყველაზე მეტი (15) გოლი გაიტანა, ასევე ფურია როხას შემადგენლობაში ათმა ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა, რაც კიდევ ერთი რეკორდია.
ესპანეთის ნაკრების 16 წლის შემტევი ლამინ იამალი გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე და გოლის ავტორი.
ალბანელმა ნედიმ ბაირამიმ იტალიის ნაკრების კარში ევროპის ჩემპიონატების ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - 23 წამი.
პორტუგალიის ნაკრების 41 წლის მცველი პეპე გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე.
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი რეკორდი გააუმჯობესა და მე-6 ევროზე ითამაშა.
ხორვატიის ნაკრების 38 წლის კაპიტანი ლუკა მოდრიჩი იტალიის ნაკრებთან გატანილი გოლით გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი.
უნგრელმა კევინ ჩობოტმა ტურნირის ისტორიაში ძირითად დროში ყველაზე გვიან შეძლო გოლის გატანა - 90+10 წუთი.
ჩეხეთისა და თურქეთის მატჩში ევროს ისტორიაში ყველაზე მეტი ბარათი დაფიქსირდა - 17 ყვითელი, 2 წითელი.
პორტუგალიის ნაკრების მეკარემ დიოგუ კოშტამ სლოვენიასთან პენალტების სერიაში სამი ბურთი მოიგერია, რაც ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არავის გაუკეთებია, სლოვენია კი გახდა პირველი გუნდი ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ვერცერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები