Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
შვედეთისა და სერბეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩის წინ შვედ გულშემატკივრებს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დამშვიდობების საშუალება მიეცათ.
ზლატანმა სტადიონზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა.
"ახალგაზრდა თაობას მინდა ვუთხრა, გაბედეთ ოცნება. თუ არ გაქვთ ძალა, რომ იოცნებოთ, შეხედეთ ჩემს თავგადასავალს და მიიღეთ ძალა აქედან. მე ცოცხალი მაგალითი ვარ, რომ არაფერია შეუძლებელი, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდიხარ."
იბრაჰიმოვიჩს შვედეთის მაისურით 122 მატჩი აქვს ჩატარებული და 62 გოლი გატანილი. ის ამ მაჩვენებლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
რაც შეეხება მატჩს, შვედეთი სერბეთთან 0-3 დამარცხდა. გოლები მილინკოვიჩ-სავიჩმა, მიტროვიჩმა და ტადიჩმა გაიტანეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
შვედმა ჭოკით მხტომელმა რეკორდი მეცხრედ მოხსნა
სხვა სპორტი