სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩელსიდან მადრიდის ატლეტიკოში გადასულმა ინგლისელმა, კონორ გალაჰერმა, ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა.
„არამგონია სიმართლე იყოს ის, რომ ენცო მარესკას სისტემას ვერ მოვერგებოდი.
კარგი სეზონი მქონდა, რაც იქიდანაც ჩანდა, რომ პოჩეტინო ყველა მატჩში მათამაშებდა და მენდობოდა. ქომაგებიც კმაყოფილები იყვნენ იმით, რასაც მოედანზე ვაკეთებდი.
ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩემს შემთხვევაში, ჩელსი დავტოვე, მაგრამ უკან ვიხედები და ვიხსენებ იმ დიდებულ მოგონებებს, რომელიც გამაჩნია და რომელიც შემექმნა ამ გუნდში თამაშით.
ჩემთვის ჩელსიში თამაში ოცნების ასრულება იყო, რის გამოც ძალიან იღბლიანი ვარ." - აღნიშნა გალაჰერმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები