3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგმა ექს-ფეხბურთელმა, უილიამ გალასმა აღწერა ის ზეწოლა, რომელსაც კილიან მბაპე რეალში გადააწყდება.
„კილიან მბაპემ შვება იგრძნო, როცა რეალის მაისურით პირველი გოლი გაიტანა, იმიტომ რომ მხრებზე უდიდესი ზეწოლა ადევს. პსჟ-დან წასვლის და სარფიანი კონტრაქტის გაფორმების გათვალისწინებით, მას არ აქვს სხვა არჩევანი - პირდაპირ უნდა დაიწყოს თავის წარმოჩენა.
პირველ ორ მატჩში მისი ეს ზეწოლა ძალიან იგრძნობოდა. გოლის გატანის შემდეგ ის უფრო მეტ თავისუფლებას იგრძნობს, რაც ფორვარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან დაამტკიცა, რა შეუძლია და ახლა ასე უნდა გააგრძელოს.
ყველა ელოდება, რომ ის 2ო გოლს მალევე გაიტანს და მან კარგადაც დაიწყო. მბაპეს ახალ კლუბში ადაპტაციისთვის ერთ სრულ სეზონს არავინ არ მისცემს." - აღნიშნა გალასმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები