მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში პარი სენ-ჟერმენი ბრესტს ესტუმრება. ეს იქნება გენერალური რპეეტეცია ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩებისთვის.
შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად ლიგის პლეიოფში ერთმანეთს სწორედ ეს 2 გუნდი დაუპირისპირდება და 1/8 ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
რეიმსთან სადებიუტო მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში მეორე შეხვედრას ჩაატარებს. პირველ თამაშში ქართველმა საგოლე გადაცემა მიითვალა, ახლა კი ყველა მის პირველ გოლს ელოდება.
პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 47 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან მარსელს 10 ქულით უსწრებს, ბრესტი კი 28 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს და ევროზონას 4 ქულით ჩამორჩება.
პარიზელთა სავარაუდო შემადგენლობა ამ მატჩისთვის Le Parisien-ის მიხედვით ასეთია:
დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში; რუისი, ვიტინია, დუე; ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
გუნდებს შორის მატჩი პირველ წრეში პსჟ-ს გამარჯვებით 3-1 დასრულდა, გოლები უსმან დემბელემ (2) და ფაბიან რუისმა გაიტანეს.
დღეიდან სამკვირიან მონაკვეთში ბრესტისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირებას 3-ჯერ ვიხილავთ. უახლოესი შეხვედრა 1 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მატჩები კი 11/12 და 18/19 თებერვალს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები