სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
12 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონტა ლიგის მე-6 ტურში მიუნხენის ბაიერნმა ნეიტრალურ სტადიონზე, სტუმრის სტატუსით შახტარი დაამარცხა.
მატჩი გერმანიაში, ველტინს არენაზე გაიმართა და ვინსენ კომპანის გუნდის გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
მე-5 წუთზე ზუბკოვის პასით კევინმა შეძლო დონეცკელების დაწინაურება, თუმცა ტაიმის მოგება მაინც მიუნხენელებმა შეძლეს - თავი კონრად ლაიმერმა და თომას მიულერმა გამოიჩინეს.
70-ე წუთზე მაიკლ ოლისემ პენალტი ზუსტად შეასრულა, 87-ზე ჯამალ მუსიალამ მეოთხე გოლი გაიტანა, წერტილი კი ისევ ოლისემ, 90+3 ზე დასვა.
მატჩი ტრავმის გამო ჰარი კეინმა გამოტოვა.
ბაიერნმა 6 მატჩში 12 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე მინიმუმ ტურის ბოლომდე გადაინაცვლა, შახტარი კი 4 ქულით 27-ე ადგილზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები