სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალვარო მორატას და როდრის ევრო 2024-ს მოგების ზეიმზე ნათქვამი ფრაზა შეიძლება ძვირად დაუჯდეთ.
Marca-ს ინფორმაციით, ორივე ესპანელ ფეხბურთელს უეფას ტურნირებზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმზე, როდრიმ და მორატამ არაერთხელ დაიყვირეს ფრაზა, რომ გიბრალტარი - ესპანეთია.
უეფამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და არაა გამორიცხული, ფეხბურთელებს თავის ტურნირებზე დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს. როგორც ესპანური პრესა წერს, მათ ორი მატჩის გამოტოვება ემუქრებათ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები