სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
16 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლას და ჟოზე მოურინიოს შორის სიტყვიერი ომი გაჩაღდა.
თავიდან, ესპანელმა ჟოზეზე საუბრისას თქვა, რომ მან ინგლისში 6 ტიტული მოიგო, პორტუგალიელმა კი - მხოლოდ 3, რაზეც მოურინიომ უპასუხა, რომ პეპისგან განსხვავებით, მან პრემიერ ლიგის ყველა თავისი ტიტული სამართლიანად მოიგო, გვარდიოლასგან განსხვავებით, რომლის კლუბსაც 150 [სინამდვილეში 115 - ავტ] ფინანსურ დარღვევას ედავებიან.
„ეს ხუმრობა იყო. მაგრამ, ამიერიდან ის არის იმ დიდ სიაში, ვისაც სურს, რომ მან სიტი ლიგა 1-ში ან კონფერენს ლიგაში გაუშვან, არ ვიცი. ჟოზეს ვეტყოდი, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვაღთ იქამდე, სანამ ჩვენი ბრალი არ დამტკიცდება. შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.
მე უბრალოდ ვიხუმრე. ვფიქრობ, ჩვენ ორივე - ის თავისი ჩელსით და მე ჩემი სიტით, პრემიერ ლიგის სიდიადის მხრივ არსენ ვენგერთან და ალექს ფერგიუსონთან ერთ მაგიდასთან ვზივართ, ასე არ არის? ბევრი, ბევრი მოგებული ტიტულისთვის. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის მოგვილოცავს.
თუ ჟოზეს ვაწყენინე, ძალიან ვწუხვარ. მაგრამ, ეს ხუმრობა იყო. ფაქტი ის არის, რომ მას სამი ტიტული აქვს, მე კი - ექვსი. ეს მხოლოდ მშრალი ციფრებია." - აღნიშნა ესპანელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები