სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერლინგ ჰალანდმა არსენალთან მატჩში მომხდარ სკანდალურ ეპიზოდზე ისაუბრა.
ბოლო წუთებზე, როდესაც ჯონ სტოუნსმა ანგარიში 2:2 გახადა, ჰალანდმა ბურთი ხელში აიღო და გაბრიელს მოარტყა, რომელიც ზურგით ედგა. VAR-მა ეპიზოდს გადახედა და მიიჩნია, რომ მთავარი არბიტრის ჩარევა საჭირო არ იყო.
ნორვეგიელ ფეხბურთელს ჰკითხეს, ნანობს თუ არა თავის ამ საქციელს.
„ცხოვრებაში ძალიან ცოტა რაიმეს თუ ვნანობ. ეს მოვლენები მომენტის ციებ-ცხელებაში მოხდა. რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე." - აღნიშნა ჰალანდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები