მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის ბოლო ტურის წინ ჩემპიონობისთვის მებრძოლმა მანჩესტერ სიტიმ გამოტოვებული მატჩი ჩაატარა.
ქალაქელები დედაქალაქს ესტუმრნენ და ტოტენჰემს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გვარდიოლას გუნდის გამარჯვებით 0-2 დასრულდა.
სიტის მხრიდან დუბლი შეასრულა ერლინგ ჰალანდმა, რომელსაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 27 გოლი დაუგროვდა. ბომბარდირთა დავაში ნორვეგიელი მდევარ კოულ პალმერს 6 გოლით უსწრებს.
თავდამსხმელმა ანგარიში 51-ე წუთზე კევინ დე ბრუინის პასის შემდეგ გახსნა, 91-ე წუთზე კი პენალტის საშუალებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მანჩესტერელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
გუნდი ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში გალიდერდა. სიტის 88 ქულა აქვს და კონკურენტ არსენალს 2 ქულით უსწრებს.
გადამწყვეტ მატჩში გვარდიოლას შეგირდები ვესტ ჰემს მიიღებენ, არსენალი კი ევერტონს დაუპირისპირდება.
შეხვედრები 19 მაისს ერთდროულად (19:00) გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
5 საათის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ