-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ჯეიმი კარაგერის კომენტარის შესახებ ჰკითხეს.
ლივერპულის ყოფილმა მოთამაშემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ერლინგ ჰალანდმა ტრავმა მოიმიზეზა, რათა რეალთან და კონკრეტულად ანტონიო რუდიგერთან თამაში აერიდებინა.
"ღმერთო, მან ეს თქვა? ჯეიმი კარაგერმა თქვა ეს? ღმერთო. ამაზე არც მეცინება. არ ვიცი, რატომ შეაქვს მას ეჭვი. მან თქვა, რომ ჰალანდს თამაში არ სურდა?
ეს არ არის მართალი. მას სიგიჟემდე უნდოდა თამაში, მაგრამ მუხლზე პრობლემა ჰქონდა და ვერ შეძლო." - განაცხადა ესპანელმა.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა რეალთან განმეორებით მატჩში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა, თამაში მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლო, ქალაქელები კი მადრიდელებთან ორმატჩიან დუელში დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ.
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში მანჩესტერ სიტი ეტიჰადზე ლივერპულს მიიღებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.
გვარდიოლა: "ბოდიში, მაგრამ ამას ჩემს სიცოცხლეში ვერავინ გაიმეორებს"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები