-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონატის 33-ე ტურში იბერიამ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ტორპედო ქუთაისი, რომელიც თბილისური გუნდის მთავარი კონკურენტია, კოლხეთი 1913-თან 3-1 დამარცხდა.
იბერია 1999 კი აჭარაბეთ არენაზე დინამო ბათუმს ესტუმრა და გიორგი ჯგერენაიას გოლით 0-1 დაამარცხა.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე იბერია 70 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ტორპედოს 6 ქულით უსწრებს.
იბერიას ბოლო 3 მატჩი ასეთია:
იბერია - კოლხეთი
გაგრა - იბერია
იბერია - სამგურალი
ასე რომ, თბილისური კლუბი ეროვნული ლიგის ისტორიაში მეორედ ჩემპიონობასთან ახლოსაა. პირველად ეს გუნდმა (საბურთალომ) 2018 წელს მოახერხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები