Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანის ხელმძღვანელობის მრჩეველმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც მილანის მომდევნო სეზონის გეგმებში არ შედის.
„ფოდე ბალო-ტურე და დივოკ ორიჯი მილანის პირველი გუნდის წევრები აღარ არიან.
ეს ორი ფეხბურთელი ჩვენს სამომავლო პროექტში არ განიხილებიან და დროებით ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ივარჯიშებენ." - აღნიშნა შვედმა ექს-ფეხბურთელმა.
29 წლის ორიჯი მილანში 2022 წელს ლივერპულიდან გადავიდა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და გასული სეზონი ნოტინგემ ფორესტში იჯარით გაატარა.
რაც შეეხება 27 წლის ბალო-ტურეს, სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი მილანში 2021 წელს მილანიდან გადავიდა, გასულ სეზონში კი იჯარით ფულემში ითამაშა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები