სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბოლონიასთან მატჩის შემდეგ არნე სლოტს თავისი რეკორდის შესახებ უთხრეს.
"თქვენ ხართ ლივერპულის პირველი მწვრთნელი, რომელმაც პირველი 9 მატჩიდან 8 მოიგო."
"იმედია, უფრო განსაკუთრებული რამით დამიმახსოვრებთ, ვიდრე ეს შედეგია!" - უპასუხა ნიდერლანდელმა ჟურნალისტს.
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ლივერპულმა ბოლონია მაკალისტერისა და სალაჰის გოლებით დაამარცხა. სლოტის გუნდს 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ კი მერსისაიდელები 15 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები