სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის B ლიგის მე-2 ჯგუფში ინგლისის ნაკრებმა მეექვსე ტურის მატჩში ირლანდია გაანადგურა.
შეხვედრა უემბლიზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი უგოლო ფრედ მორჩა, მეორეს სტარტზევე ირლანდიელებს მეორე ყვითლის გამო ფეხბურთელი გაუძევეს, რამაც ინგლისელების საქმე გაამარტივა.
53-ზე ანგარიში კეინმა პენალტით გახსნა, 56-ზე გორდონმა და 58-ზე გალაჰერმა კი თავისი გოლებით მატჩს ყველანაირი ინტრიგა მოუკლეს.
76-ე წუთზე მეოთხე გოლის გატანა შეცვლაზე ერთი წუთის შემოსულმა ჯაროდ ბოუენმა მოახერხა, 79-ზე კი ჰარვუდ ბელისმა გამოიჩინა თავი. ბოლო ორ გოლზე ასისტები ჯუდ ბელინგემმა მიითვალა.
ინგლისმა 15 ქულა დააგროვა და თავისი ჯგუფის გამარჯვებული გახდა, საბერძნეთმა იმავე 15 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ირლანდია მესამეზე 6 ქულით გავიდა, ფინეთი კი 0 ქულით C დივიზიონში დაქვეითდა.
ამრიგად, ინგლისმა A დივიზიონის საგზური მოიპოვა, საბერძნეთი დაწინაურების პლეი-ოფში ითამაშებს, ირლანდია B დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს, ფინეთი კი ახალ სეზონს ქვედა ლიგაში დაიწყებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები