სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირზე მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა სერბების მოგებით 83-93 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს, რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა, 12 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. ასევე გამოსარჩევია ვასილიე მიჩიჩისა (19 ქულა) და ბოგდან ბოგდანოვიჩის (16 ქულა) პერფორმანსები.
ძმები ვაგნერების კარგი თამაში კი გერმანელთა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრანც ვაგნერმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო მორიცმა - 16. დენის შროდერის ანგარიშზე 13 ქულა იყო.
სერბებმა 1/4 ფინალში ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს 95-90, 1/2 ფინალში კი ვარსკვლავურ აშშ-სთან ბრძოლის მიუხედავად სენსაცია ვერ მოახერხეს და 91-95 დამარცხდნენ.
სერბეთის ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ოლიმპიური ჩემპიონის ვინაობას კი მასპინძელი საფრანგეთისა და აშშ-ს ნაკრებები გაარკვევენ. შეხვედრა 23:30-ზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები