Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ რიო ფერდინანდთან საუბარში ლამინ იამალი შეაქო.
"იამალში დიდ ტალანტსა და პოტენციალს ვხედავ. იმედია, მას მომავალში რაიმე პრობლემა არ შეექმნება.
მას რაღაც დოზით იღბალი სჭირდება, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ვფიქრობ, ის თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იქნება." - განაცხადა პორტუგალიელმა ლეგენდამ.
ფერდინანდმა ისიც აღნიშნა, რომ რონალდუ და მესი იამალის ასაკში ასეთ რაღაცებს ვერ აკეთებდნენ, რაზეც კრიშტიანუ დაეთანხმა.
"კი, მას ამაში ეროვნული ნაკრებიც დაეხმარა, ის ძალიან კარგი იყო. ვნახოთ, რას იზამს ის თავის გზაზე. მჯერა, რომ ის ბევრ რამეს მიაღწევს."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები