-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩში სტემფორდ ბრიჯზე ჩელსისა და ბრაიტონს შორის ისტორიული შედეგი დაფიქსირდა.
კოულ პალმერმა შეხვედრის პირველ ტაიმში პოკერი შეასრულა და გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პირველ 45 წუთში 4 გოლის გატანა შეძლო.
ინგლისელმა შემტევმა გოლები 21-ე, 28-ე, 31-ე და 41-ე წუთებზე გაიტანა.
ჩელსიმ მატჩის პირველი ნახევარი 4-2 მოიგო. სტუმართა მხრიდან გოლები რუტერმა და ბალებამ მიითვალეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები