მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
FA თასის ნაადრევ ეტაპზე ინგლისური ფეხბურთის კლასიკა შედგა და არსენალმა ემირეითსზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 52-ე წუთზე ანგარიში ბრუნო ფერნანდეშმა გახსნა.
61-ე წუთზე იუნაიტედი რთულ ვითარებაში ჩავარდა და კაცნაკლული დარჩა. დიოგუ დალომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. აქედან 2 წუთში არსენალმა წონასწორობა აღადგინა. თავი გაბრიელ მაგალაესმა გამოიჩინა.
72-ე წუთზე ლონდონელებს წინ გასვლა შეეძლოთ, თუმცა მარტინ ოდეგორმა პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გაირკვა და დამატებითი დრო დაინიშნა.
შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ვერც ექსტრა ტაიმებში გახდა ცნობილი და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
ამჯერად ოდეგორმა პენალტი გაიტანა, თუმცა თავისი შანსი კაი ჰავერცმა ვერ გამოიყენა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
იუნაიტედმა ხუთივე პენალტი ზუსტი იყო, თავიანთი დარტყმები ბრუნომ, დიალომ, იორომ, მარტინესმა და ზირკზემ კარგად შეასრულეს და წითელმა ეშმაკებმა სერია 3-5 მოიგეს.
მანჩესტერ იუნაიტედი FA თასის 1/16 ფინალში გავიდა, არსენალი კი ტურნირს ნაადრევ ეტაპზე დაემშვიდობა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები