Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში დერბი გაიმართა, სადაც ერთმანეთს პუშჩა და კრაკოვია დაუპირისპირდნენ. კრაკოვიას სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა.
67-ე წუთზე, როცა ანგარიში 1-1 იყო, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი მეკარისგან ახლო კუთხეში გაგზავნა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
კაკაბაძემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულაც მოუტანა.
კრაკოვიას 9 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილზე ლეხ პოზნანია, რომელსაც 19 ქულა 8 მატჩში აქვს მოპოვებული.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები