სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის ნაკრების და ბოლონიას მცველი რიკარდო კალაფიორი არსენალში გადასვლასთან არის ახლოს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა დღეს შეთანხმებას მიაღწიეს.
დღეს გამართული მოლაპარაკებების შედეგად, კლუბები შეთანხმდნენ, რომ არსენალი კალაფიორიში 40 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 5 მილიონი ევრო ბონუსებით იქნება გათვალისწინებული და ბოლონია ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდანაც მიიღებს წილს.
მიღებული თანხის 50% ბოლონიამ ბაზელს უნდა გადაურიცხოს. მას შემდეგ, რაც კლუბები გადახდის სტრუქტურაზე მოილაპარაკებენ, ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.
თავად კალაფიორი არსენალთან კონტრაქტს 2029 წლის ივნისამდე გააფორმებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები