-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ალბანეთთან გამარჯვება შეაფასა.
„საინტერესო თამაში გამოვიდა. ასეთ მძიმე თამაშებში, სადაც ძალიან დაღლილები ვიყავით, სამი ქულის აღება არის ძალიან სასიმოვნო.
ხასიათი გამოვავლინეთ, რაც ჩემთვის ძალიან, ძალიან სასიხარულო იყო. იმიტომ, რომ ასეთ თამაშებში არის სწორედ ინდივიდუალური ხასიათის გამოვლენა, რაც დღეს გუნდურადაც გამოვავლინეთ.
ქოჩორამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს სამი ქულის აღებაში დაეხმარა. 1:0-ს მოგება ფეხბურთში ყველაზე რთულია. გოლის შემდეგ ძალიან სწორად ვთამაშობდით, მეტოქეს მომენტი თითქმის არც ჰქონია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტაქტიკურად სწორად ვმოძრაობდით.
მარტო მეკარე და მცველი კი არა, მთლიანად დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ ძალიან კარგად და სასიამოვნოა, რომ ჩამოყალიბებული გუნდი ვართ, ყველა ათვითცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და მოკლედ, საქართველო ფორმაშია." - აღნიშნა კაშიამ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები