Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანელი გოლკიპერი კეპა არისაბალაგა ჩელსისთან ერთად წინასასეზონო მომზადების გასავლელად აშშ-ში არ გაემგზავრა.
ფეხბურთელმა ხელმძღვანელობისგან ახალი კლუბის მოძიების ნებართვა მიღო და ლონდონში ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
როგორც ცნობილია, კეპა რეალში დაბრუნებას იმედოვნებს, სადაც გასული სეზონი იჯარით გაატარა და ამიტომ, ელოდება, რა ბედი ეწევა მადრიდელთა მეკარეს, ანდრეი ლუნინს.
დიდი შანსია, უკრაინელმა მადრიდული კლუბი ამ ზაფხულს დატოვოს და ასეთ შემთხვევაში, რეალი მეორე მეკარედ კეპას დააბრუნებს.
არისაბალაგასთვის კარიერის გაგრძელების სწორედ ეს ვარიანტია ხელსაყრელი და სწორედ ამიტომ, მან საუდის არაბეთს სარფიან კონტრაქტზე უთხრა უარი და რეალს ელოდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები