13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვინისიუს ჯუნიორმა რეალის პირველი შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე უარით გაისტუმრა.
The Athletic-ის ინფორმაციით, ბრაზილიელის ამჟამინდელი ხელფასი რეალში - გადასახადების გადახდის შემდეგ წლიურად 15 მილიონი ევროა, რომელიც მიიღწევა სხვადასხვა ბონუსებით, მათ შორის - ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგებითაც.
როგორც ცნობილია, წლიურად 15 მილიონ ევროს რეალში იღებს კილიან მბაპეც, რომელიც გასული სეზონის ბოლოს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და უფასოდ მოსვლისთვის კლუბისგან მსუყე ბონუსიც მიიღო.
რეალმა ვინისიუსს გაუმჯობესებული პირობებით ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო - ბრაზილიელის წარმომადგენლებს სურთ, რომ ახალი ხელფასი უფრო მკვეთრად აჩენდეს ვინის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს.
პირველადი უარის მიუხედავად, დიდი ალბათობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები