Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინის ნაკრების, სევილიას და მარსელის ექს-მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, უსმან დემბელე გააკრიტიკა.
„დემბელე ფეხბურთს აუტისტივით თამაშობს. მოქმედებას იწყებს და აუცილებლად თავადვე ასრულებს.
მას არ შეუძლია თანაგუნდელს თავის წარმოჩენაში დაეხმაროს, მხოლოდ ის იცის, თავად როგორ გამოჩნდეს უკეთესი. მბაპეც ცოტათი ასეთია." - აღნიშნა სამპაოლიმ.
მწვრთნელმა ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის სათამაშო სტილიც: „ფრანგებს განსაკუთრებული გუნდი ჰყავთ, თუმცა ბევრი სირბილი უწევთ და როგორც კი სივრცეებს შეუზღუდავ, ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელების მიუხედავად, შეტევაში კავშირს ვეღარ პოულობენ.
კარგი პასის მქონე ფეხბურთელებისა და კომბინაციური თამაშის გარეშე, ეს გუნდი მთლიანად ხდება დამოკიდებული ინდივიდუალიზმზე და შემტევი ფეხბურთელების კარგ თამაშზე. ეს არ არის ჩემი ფეხბურთის იდეა." - დაასრულა არგენტინელმა.
კომენტარები