Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როცა ისე ჩანდა, თითქოს ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის, არტემ დოვბიკის ტრანსფერი მადრიდის ატლეტიკოში გადაწყვეტილი ამბავი იყო, საქმეში სხვა კლუბი ჩაერთო.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დოვბიკის თავისთან წაყვანას ატლეტიკოს გარდა იტალიური რომაც ცდილობს, რომელიც დღეს ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
ატლეტიკოს ჟირონასთან დოვბიკის 40-მილიონიანი ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვს. ერთადერთი, რაც კლუბებს აფერხებს - გადახდის სტრუქტურაა, რაზეც ისინი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.
რომასთვის დოვბიკის ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება, მაგრამ სერია ა-ში გადასვლაზე დასაყოლიებლად ფეხბურთელს პირადად დანიელე დე როსიმაც დაურეკა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები