სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლამინ იამალის გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე დიდ დროს წაიღებს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
ბარსელონას ვინგერმა ჩემპიონთა ლიგაზე, ცრვენა ზვეზდასთან მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო და პირველადი პროგნოზებით, 2-3 კვირა უნდა გამოეტოვებინა.
თუმცა, როგორც გამოცემა AS იუწყება, 17 წლის ფეხბურთელის მონაწილეობა შაბათის სელტასთან გასამართ მატჩში - პრაქტიკულად გამორიცხულია.
იამალი ჯერ კიდევ დისკომფორტს განიცდის იმ დროს, როდესაც გადასახვევების გარეშე ვარჯიშობს.
ბარსელონა იმედოვნებს, რომ იამალი ბრესტთან 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის, ან ლას პალმასთან 30 ნოემბერს ლა ლიგის მატჩისთვის შეძლებს მომჯობინებას.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები