სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარული ქალი ფეხბურთელი ალექს მორგანი 9 სექტემბერს თავისი კარიერის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს.
სან დიეგოს თავდამსხმელისთვის პორტლენდის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა ბოლო იქნება. ამის შესახებ მორგანმა დღეს გამოაცხადა და ისიც დაადასტურა, რომ 35 წლის ასაკში მე-2 შვილს ელოდება.
მორგანმა აშშ-ს ნაკრების მაისურით 224 მატჩი ჩაატარა (გუნდის ისტორიაში მე-9 საუკეთესო შედეგი) და 123 გოლი გაიტანა (მე-5 საუკეთესო ბომბარდირი).
ნაკრებთან ერთად მან ორჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ორჯერ დასახელდა აშშ-ს წლის სპორტსმენად. გარდა ამისა, ის ფიფას The Best-ის ჯილდოზეც ორჯერ იყო ნომინირებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები