Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში ლიონის ოლიმპიკმა საკუთარ მოედანზე სტრასბურგი მიიღო. მატჩი უხვგოლიანი და საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე.
ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-3 წუთზე სებასტიან ნანასიმ სტუმრები დააწინაურა. ტაიმის ბოლოს კი კორენტინ ტოლისომ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ისევ სწრაფი გოლი გაიტანეს. 48-ე წუთზე ანდრეი სანტოსმა გაიყვანა წინ სტრასბურგი, 58-ე წუთზე კი ემენუელ ემეგამ გახადა სხვაობა ორბურთიანი.
59-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძე შეცვალეს, მის მაგივრად მოედანზე მალიკ ფოფანა გამოვიდა.
ბოლო ნახევარ საათში ლიონმა თამაშის მოტრიალება შეძლო. 61-ე წუთზე მეტლანდ-ნაილსმა შეამცირა სხვაობა, აქედან 2 წუთში კი შეცვლაზე შემოსულმა გიფტ ორბანმა ალექსანდრ ლაკაზეტის პასით გააათანაბრა ანგარიში.
72-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შეძლეს გამარჯვების გოლის შექმნა. მალიკ ფოფანას პასის შემდეგ გიფტ ორბანმა დუბლი შეასრულა ლიონის ქამბექის გმირი გახდა, მასპინძლებმა სტრასბურგი 4-3 დაამარცხეს.
ოლიმპიკმა ამ გამარჯვებით ლიგა 1-ის ახალ სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა, გიორგი მიქაუტაძე კი ჯერ-ჯერობით საგოლე მოქმედების გარეშე რჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები