-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის რუსმა მებრძოლმა შარაბუტდინ მაგომედოვმა სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ დაღესტანი რუსეთი არ არის.
შარაბუტდინმა თქვა, რომ მერაბს დაავიწყდა, როგორ იცავდა რუსეთის იმპერია საქართველოს დაღესტნელების შემოტევებისგან. მაგომედოვმა აღნიშნა, რომ ქართველები რუსეთის ფედერაციის მადლიერები უნდა იყვნენ, რადგან ისინი დღეს შეიძლება დაღესტნის ნაწილი ყოფილიყვნენ. შარამ ასევე აღნიშნა, რომ დაღესტნელები კომფორტულად არიან რუსეთის ნაწილად ყოფნით და რუსების გვერდზე ცხოვრებით.
მებრძოლმა ასევე თავისი აზრი გამოთქვა მსოფლიოში რუსოფობიასთან დაკავშირებით.
"რაღაც სახის რუსოფობია დაიწყო. ახლა რუსებისთვის რთული დროა, ამიტომ რუსებმა ჩვენს მტრებს ერთ მუშტად უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ, რადგან თუ დავიყოფით, ამისგან კარგს ვერაფერს მივიღებთ. მათ უნდათ, რომ რუსეთი პატარა ნაწილებად დაიშალოს. ეს ბევრი დასავლელი გლობალისტის ტაქტიკაა. მათ უნდათ, რომ ქვეყანა დაყონ, მაგრამ ერთ მუშტად უნდა ვიყოთ, როგორც ერთი მთლიანი. ჩვენ განუყრელი ხალხი ვართ და რუსეთი ჩვენი საერთო სახლია." - ციტირებს შარა ბულეტის სიტყვებს რუსული Sport24.
26 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარებულ UFC 308-ზე მაგომედოვმა მეორე რაუნდში არმენ პეტროსიანი დაანოკაუტა. მის ანგარიშზე MMA-ში 15 გამარჯვება და 0 მარცხია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები