4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
The Mirror-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედიდან გამოშვებამ რუდ ვან ნისტელროის გული დასწყვიტა.
ნიდერლანდელი სპეციალისტი, რომელიც ერიკ ტენ ჰაგის გაშვების შემდეგ გუნდის დროებითი მწვრთნელის როლს ასრულებდა, იმედოვნებდა, რომ ასისტენტის თანამდებობას რუბენ ამორიმის სტაფშიც შეინარჩუნებდა.
თუმცა, პორტუგალიელი მანჩესტერში თავისი გუნდით მივიდა და ნისტელროისთვის ადგილი არ მოიძებნა, რის გამოც რუდს წასვლა მოუწია.
საბოლოოდ, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, თავის ყოფილ კლუბში მუშაობა ნისტელროისთვის ოცნება იყო და წასვლის გამო ის ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა.
მიუხედავად ამისა, მან წასვლისას ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელის გვერდში დადგომისკენ მოუწოდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები