მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში ლიონი სტუმრად მეხუთელიგელ ბორჟუან ჟალიუს დაუპირისპირდა და სენსაციური მარცხი იწვნია.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სასტარტოში დაიწყო მოედანზე 65 წუთი გაატარა და 64-ზე გოლის გატანაც შეძლო, თუმცა საბოლოო მარცხისგან ოლიმპიკი ეს მაინც ვერ იხსნა.
მატიჩის გამათანაბრებელი და მიქაუტაძის წინ გამყვანი გოლებით ლიონი 2:1-ს იგებდა თუმცა 69-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
პენალტების სერიაში მიქაუტაძის ნაცვლად შემოსულმა ლაკაზეტმა ვერ შეძლო თავისი თერთმეტმეტრიანის გატანა, გააცუდა თავისი დარტყმა ტოლისომაც და საბოლოოდ, ლიონმა მეხუთე ლიგაში გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან სენსაციური მარცხი იგემა, რის შედეგადაც თასიდან გავარდა.
მიქაუტაძემ მიღებულ 64 წუთში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და SofaScore-სგან 7.6 შეფასებაც მიიღო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები