სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უდიდესი ალბათობით, რეალში თავის პირველ სეზონს კილიან მბაპე 9-ნომრიანი მაისურით ჩაატარებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგს ლუკა მოდრიჩის პატივისცემიდან გამომდინარე, ხორვატისთვის 10 ნომრიანი მაისურის თხოვება არც უფიქრია.
გამომდინარე იქიდან, რომ ლუკა რეალში კიდევ ერთი წლით რჩება, მბაპე ვერ მოირგებს იმ ნომერს, რომლითაც ნაკრებში თამაშობს. შესაბამისად, მოუწევს იმოქმედოს ისე, როგორც თავის დროზე მისმა კუმირმა, კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა, რომელმაც პირველი სეზონი 9 ნომრით ითამაშა, რაულის წასვლის შემდეგ კი შვიდიანი მოირგო.
დიდი ალბათობით, მოდრიჩისთვის ახალი სეზონი რეალში უკანასკნელი იქნება, რის შემდეგაც მბაპე ნომერს შეიცვლის და 10-ანს მოირგებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები