1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ მადრიდის რეალში თავის დამკვიდრებაზე ისაუბრა.
„რეალში საუკეთესო პერიოდი მიდგას, ადაპტაცია სრულად გავიარე და ახლა კარგ ფორმაში ვარ. ფორმაში დაბრუნება პირველ რიგში მენტალური ამბავი იყო.
თუმცა, ეს მხოლოდ ერთი თვით არ უნდა გრძელდებოდეს, რეალი ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნას მოითხოვს.
არ ვარ მორიდებული ადამიანი, მაგრამ როცა რეალ მადრიდში მოდიხარ, გუნდში, რომელმაც ახლა ჩემპიონთა ლიგა და ყველაფერი მოიგო, თავმდაბლობა უნდა გამოიჩინო.
არ შეიძლება აქ მოხვიდე და პირველივე დღეს თანაგუნდელებს უთხრა, პასი მომეცით, ეს ჩემი გუნდია და რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავიტანო." - აღნიშნა ფრანგმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები