სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ჩანს, კილიან მბაპეს და პარი სენ-ჟერმენის სასამართლო დავა ფრანგი ფეხბურთელის გამარჯვებით სრულდება.
L'Equipe-ს ინფორმაციით, ხვალ სააპელაციო კომიტეტი ოფიციალურად გამოაცხადებს გადაწყვეტილებას და პსჟ-ს მბაპესთვის კუთვნილი თანხის გადახდას აიძულებს.
საუბარია 55 მილიონ ევროს, რომელიც, მბაპეს მტკიცებით, კლუბმა მას აპრილი-ივნისის ინტერვალში არ გადაუხადა.
საინტერესოა, რომ ერთ ინსტანციაში მბაპემ აღნიშნული საკითხი ყოფილ კლუბს უკვე მოუგო, რის შემდეგაც პარიზელებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და როგორც ჩანს, ვერც აქ შეძლეს საკუთარი სიმართლის დამტკიცება.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა კლუბიდან უფასოდ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა, პარიზელებმა მისთვის ხელფასის გადახდა იუარეს და კონტრაქტის ამოწურვამდე კუთვნილი თანხა აღარ გადაუხადეს, რის გამოც მბაპემ საქმე სასამართლომდე მიიტანა და როგორც ჩანს, გამარჯვებულიც დარჩა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები