სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ განმარტა, რატომ მოითხოვა პორტუგალიასთან ექსტრა-ტაიმში შეცვლა და თამაში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.
„მთავარი გამარჯვებაა, რასაც მე სულ ვიმეორებ. ნახევარფინალში ვართ და ეს არის მთავარი.
მწვრთნელს ძირითადი დროის დასრულების შემდეგ ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ძალიან დავიღალე. დამატებით დროშიც ვიგრძენი დაღლილობა და მივხვდი, რომ აღარ შემეძლო.
ახლა შევეცდები ძალები აღვიდგინო და ესპანეთთან თამაშისთვის მოვემზადო." - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა.
ევრო 2024-ს ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს 9 ივნისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები