სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპე მადრიდის რეალს პრესეზონის ტურზე აშშ-ში არ წაჰყვება.
ასეთი გადაწყვეტილება ფრანგმა შემტევმა კარლო ანჩელოტისთან და კლუბთან ერთად მიიღო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რთული პერიოდის შემდეგ, მბაპეს ახლა კარგად დასვენება და გუნდში აგვისტოს დასაწყისში დაბრუნება გაცილებით უკეთ დაეხმარება.
რეალი პრესეზონის გასავლელად ივლისის ბოლოსკენ აშშ-ში მიემგზავრება, თუმცა არ ეყოლება ფეხბურთელები, რომლებიც კოპა ამერიკასა და ევრო 2024-ზე მინიმუმ ნახევარფინალამდე მივიდნენ, მათ შორის არის კილიან მბაპეც.
დიდი ალბათობით, ფრანგი ვარსკვლავი რეალთან ერთად ვარჯიშს 7 აგვისტოდან დაიწყებს და მისი მთავარი ამოცანა ევროპის სუპერთასისთვის მომზადება იქნება, რომელიც 14 აგვისტოს, ატალანტას წინააღმდეგ გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები