სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთში კილიან მბაპეს დამოკიდებულება დაიწუნეს.
როგორც იცით, ალავესთან 24 სექტემბერს მიღებული ტრავმის გამო, მბაპეს 3 კვირამდე უნდა გამოეტოვებინა. თუმცა, დროზე ადრე მომჯობინდა, მხოლოდ მადრიდული დერბი გამოტოვა და ლილთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა.
გასულ უქმეებზე ვილიარეალთან მატჩი მბაპემ საერთოდ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 70 წუთი ითამაშა.
მიუხედავად მწყობრში დაბრუნებისა, მბაპე საფრანგეთის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა, რათა მადრიდში დარჩენილიყო და ტრავმა ბოლომდე მოეშუშებინა.
L'Equipe-ს ინფორმაციით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, მბაპეს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. მისი აზრით, როგორც გუნდის კაპიტანს, კილიანს საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო.
კერძოდ, დეშამი უკმაყოფილო დარჩა, რომ ნაკრებში ტრავმის გამო არ გამოძახების მიუხედავად, ჯერ კიდევ სანაკრებო პაუზამდე, მბაპემ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები