მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გამსვლელი პლეიოფის საპასუხო მატჩში მადრიდის რეალმა მან სიტი დაამარცხა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. რეალმა ორი მატჩის ჯამში სიტის 6:3 მოუგო და 1/8 ფინალში დამაჯერებლად გავიდა.
სამივე გოლი რეალის რიგებში კილიან მბაპემ გაიტანა - მე-4, 33-ე და 61-ე წუთებზე.
ერთადერთი, რაც ამ მატჩში სიტიმ გააწყო - ახალწვეული ნიკო გონსალესის სადებიუტო გოლია ქალაქელების მაისურით, რომელიც ესპანელმა 90+2 წუთზე, ომარ მარმუშის უზადოდ შესრულებული ჯარიმის შემდეგ, დამატებაზე გაიტანა.
რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ან ატლეტიკოს შეხვდება, ან ბაიერ ლევერკუზენს - ამას 21 თებერვალს გასამართი წილისყრა დაადგენს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები