Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპეს დედამ და აგენტმა, ფაიზა ლამარიმ, შვილის რეალში გადასვლაზე ისაუბრა.
„რეალი კილიანის მისვლამდეც იგებდა და მისი წასვლის შემდეგაც მოიგებს - ამიტომ არის მსოფლიოს უდიდესი კლუბი. სამშაბათს ჩემი თვალით ვიხილე მათი განსაკუთრებულობა, მათ შორის პსჟ-სთან შედარეითაც.
პარკ დე პრენსი არაჩვეულებრივია, მისი ნახვაც ღირს. მაგრამ, რეალში მოსვლისას, მთლიანად გრძნობ ამ კლუბის მასშტაბს. ამ კლუბს უდიდესი ისტორია აქვს.
კილიანის მთავარი ამოცანაა - კოლექტივს კარგად შეერიოს და გააკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის. როცა ვამბობ, რომ ის კომფორტის ზონას ტოვებს, ვგულისხმობ იმას, რომ ის ვერ შეძლებს რეალის უკეთ წარმოჩენას, რადგან კლუბმა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო. თუმცა, ის გააკეთებს იმას, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის - ყველაზე უკეთ კი, ის ფეხბურთს თამაშობს.
2022-ში პსჟ-ში დარჩენის გადაწყვეტილება? არ ღირს ამაზე დამწუხრება. როცა პარიზში დაიბადე და ბონდიში გაიზარდე, პარკ დე პრენსზე თამაშიც არ ნიშნავს ცოტას.
კილიანი არასდროს არ იტყუებოდა, ის ალ-ხელაიფის მუდმივად ეუბნებოდა, რომ რეალში წავიდოდა. რთულია, როცა ასეთი რამ ხდება, მაგრამ რეალი არის ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც კილიანი პარიზს დატოვებდა.
დარჩენის გადაწყვეტილება ადვილი არ ყოფილა, მაგრამ სულ კარგი უნდა გახსოვდეს. კილიანს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ როცა ფეხბურთელი ამხელა ფულს შოულობ, არ გაქვს უფლება უკმაყოფილო სახე გქონდეს." - აღნიშნა ფაიზა ლამარიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები